ერთ კვირაზე მეტია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ღირებულება შემცირების ტენდენციას აჩვენებს. ტენდენცია გადმოეცა საქართველოსაც, სადაც ივლისის შემდეგ, პირველად, საწვავის ქსელების ნაწილში დიზელსა და ბენზინზე ფასების შემცირება დაიწყო. 13 ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა გასამართ სადგურზე საწვავის ღირებულება 3-11 თეთრით გაიაფდა. ფასის კლება შეიმჩნევა საავიაციო საწვავზეც.






























