საქართველოში საწვავზე ფასები გაიზარდა. მატება 2-თეთრიდან 5 თეთრამდე მერყეობს. ფასი გაიზარდა ისეთი კომპანიების საწვავზე, როგორებიცაა "გალფი", "ლუკოილი', "ვისოლი".
"საქმის კურსთან" საუბრისას "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშელაძე ფასების ზრდას ადასტურებს. მისი თქმით, დღეიდან „ლუკოილში“ ყველა სახის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა.
მისი ინფორმაციით, მიზეზი ისევდაისევ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებაა. მიშელაძე ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი მუდმივად იზრდება.
საერთაშორისო ბაზარზე Brent-ის ტიპის საწვავი ამჟამად 52 დოლარი ღირს, ივლისის დასაწყისში კი 46 დოლარზე ფიქსირდებოდა. WTI-ის ტიპის ბარელი საწვავის ფასი ახლა 48 დოლარია, ივლისის დასაწყისშ კი 46 დოლარი იყო.

























