მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საწვავი გაძვირდა

59b7ac99be96e
ელენე გოგბერაშვილი
12.09.17 13:43
985
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდამ და ლარის კურსის ბოლოდროინდელმა მერყეობამ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უკვე ჰპოვა ასახვა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორების გავლენით თითქმის ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაძვირდა. როგორც კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთავრალაშვილმა ,,საქმის კურსს’’ განუცხადა, ბოლო 5 თვის განმავლობაში საწვავზე ფასი მცირდებოდა, ხოლო ზრდა დაფიქსირდა ორჯერ-აგვისტოს მეორე ნახევარში და ახლა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რაც გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით და ლარის დევალვაციით.

"საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი არ გაზრდილა, თუმცა პლატცის მიხედვით გაიზარდა ნავთობპროდუქტების ფასი. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება აშშ-ში მიმდინარე სტიქიურმა მოვლენემა განაპირობა. სხვა ეკონომიკური, ფინდამენტური ფაქტორი არ არსებობდა’’-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

2017 წლის 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53,84 (+ 0,06) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48,07 ( +0,59) დოლარი/ბარელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები