მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა"

5b040d14e9b48
ელენე გოგბერაშვილი
22.05.18 17:18
1866

"ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე არსებული ფასები  იდენტურია იმ ფასებისა, რაც 2012 წლის აპრილის თვეში დაფიქსირდა, რომლებიც თავის მხრივ იყო ისტორიულად ყველაზე მაღალი ფასები", -აცხადებს ნავთომბროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

მისი თქმით, ცალკეული პროდუქტების სახეობების მიხედვით, დღეს სუპერის ტიპის ბენზინის საწვავზე  და ევრო დიზელზე რეკორდულად მაღალი ფასები  ფიქსირდება.

როგორც მთვრალაშვილი BM.GE-თან განმარტავს, საწვავის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში იზრდება. კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რამდენიმეჯერ მოხდა საწვავის ფასის მატება ყველა სახის პროდუქციაზე და ჯამში ფასები გაიზარდა საშუალოდ 5-11 თეთრით/ლიტრზე.

"საწვავის ფასის მატება ძირითადად დაკავშირებულია მსოფლიოში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდასთან. სამწუხაროდ, საწვავის გაიაფების  მოლოდინი არ არსებობს ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე",-აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები