ახალქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ კიროვაკანში კოოპერატივმა “5 ვარსკვლავი” სელის ზეთის წარმოება დაიწყო. როგორც კოოპერატივის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში სელის ზეთის წარმოება არსად ხდება და ისინი პირველები იქნებიან ვინც ქართულ ბაზარს ამ პროდუქციას შესთავაზებს. მათი თქმით, უკვე არის დაინტერესება საერთაშორისო მასშტაბით, უფრო მეტიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს საექსპორტო შემოთავაზება გერმანიიდან, სადაც საქართველოში წარმოებული ზეთი დაახლოებით 1 თვეში გაიზავნება.
კოოპერატივი “5 ვარსკვალავი” უკვე წლებია კარტოფილს აწარმოებს. ათი პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ისე თბილისის ბაზარზეც ხდება. როგორც კოოპერატივის წარმოადგებლები ამბობენ, სელის ზეთის წარმოების იდეა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში გაუჩნდათ, სადაც ავსტრიული გამოცდილების ნახვის შესაძელებლობა ჰქონდათ.
„ჩვენ თანდათან დავიწყეთ იმ პროდუქტების წარმოებაზე ფიქრი, რაც ეკონომიკურად კიდევ უფრო გაგვაძლიერებდა. სელის ზეთის წარმოებამდე უკვე დაახლოებით 36 წელია კარტოფილი მოგვყავს. ვიყავთ ვიზიტით ავსტრიაში, სადაც უკვე ადგილზე ვნახეთ როგორც ხდება სელის ზეთის წარმოება. დაბრუნების შემდეგ კი თავად დავიწყეთ წარმოება. ჯერ-ჯერობით რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა უკვე გვაქვს საექსპორტო შემოთავაზება გერმანიიდან“, - ამბობს ეღიზარ აღაჯანიანი კოოპერატივი „5 ვარსკვლავის“ წარმომადგენელი.