მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა არაა - სად ყიდულობს ქვეყანა ვაზის ნერგებს?

64c3b2eaaab7e
თელარა გელანტია
28.07.23 17:18
825
2022 წელს საქართველომ 1,7 მლნ დოლარის ღირებულების 110 ტონა ვაზის ნერგი იყიდა. ინფორმაცია BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

როგორც ირკვევა, საქართველომ შარშან ვაზის ნერგები ძირითადად, იტალიასა ($891 000, 40 ტონა) და საფრანგეთში ($675 000, 62 ტონა) იყიდა. მცირე რაოდენობით ვაზის ნერგების იმპორტი ესპანეთიდან, სერბეთიდან, სერბეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 6 თვეში 1,3 მლნ დოლარის 85 ტონა ვაზის ნერგი იყიდა ქვეყანამ. წელსაც ძირითადი საიმპორტო ქვეყნები საფრანგეთი და იტალიაა.

საინტერესოა, რომ საქართველოში სერტიფიცირებული ვაზის სანერგე მეურნეობი არაა, ამიტომ მეღვინეების ნაწილი ვაზის ნერგების იმპორტს ახორციელებს. მათ შორისაა „იაგოს ღვინის მარნის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი.

BMG-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც დაუდასტურეს, რომ ამჟამად, საქართველოში ვაზის სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა არ არსებობს.

როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, წელს დასრულდება საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა და ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში არსებული სანერგე მეურნეობების სერტიფიცირება, რისთვისაც შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოიცემა.

რაც შეეხება ვაზის ნერგების ექსპორტს, საქსტატის მიხედვით, საქართველოდან ვაზის ნერგების ექსპორტი მცირეა. შარშან სულ 148 000 დოლარის ნერგი გავიდა ქვეყნიდან. ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია ($141 000).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები