საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერის, ეკოსისტემის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, მისი მისიაა, კრეატიული ინდუსტრიების როლის გაძლიერება მდგრად განვითარებაში. ასოციაციის რეფორმების მთავარი მიზანია, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის სამართლიანი კომპენსაციისა და ძლიერი დაცვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ციფრული უფლებების მენეჯმენტის კუთხით. მნიშვნელოვანია, ქართული შემოქმედებითი პროდუქტებისა და სერვისების ინტეგრაცია გლობალურ ბაზრებზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული უნიკალური კულტურული იდენტობის შენარჩუნებით.