საქართველოში შესაძლოა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს ფილიალი გაიხსნას. პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ მოიწონა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინიციატივა, - ფადი ასლის განცხადებით, პრინციპი პარიზის არბიტრაჟისთვის მისაღებია და მისმა თავმჯდომარემ შესაბამისი წერილებით საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
"ჩვენ დავარწმუნეთ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც უსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე სანდოა მსოფლიოში, რომ თავისი ფილიალი გახსნან საქართველოში. ეს ბიზნეს საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, მათ ექნებათ საშუალება უარი თქვან სასამართლო განხილვებზე და ისარგებლონ არბიტრაჟით. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრები ადგილობრივები იქნებიან, მათ მიერ განხილულ საქმეებზე საბოლოო სიტყვას პარიზის არბიტრაჟი იტყვის. დეტალურად გაეცნობა ყველა საქმეს და თუ ჩათვლის რომ ადგილობრივი არბიტრაჟის გადაწყვეტილება უსამართლოა გააუქმებს მას. ამით გაიზრდება გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა“, - განაცხადა ფადი ასლიმ "ბიზნესკონტრაქტთან" ინტერვიუში.

























