მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტების ნახევარი ნათესავთა მონახულებაზე მოდის

5c13802a823ef
BM.GE
14.12.18 15:00
1160

საქსტატმა დღეს საქართველოს შიდა ტურიზმის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტები უმეტესწილად ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით იმართება. კონკრეტული მიზნების მიხედვით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა ასეთია:

ნათესავთა, მეგობართა მონახულება - 46%;

დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 16.2%;

შოპინგი - 13.9%;

მკურნალობა, გაჯანსაღება - 8.5%;

მეორე სახლის მონახულება - 8.2%;

პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა - 4%;

რელიგია, მომლოცველობა - 1.2%;

განათლების მიღება - 0.4%;

სხვა 1.1%.

2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985,400-ს შეადგენდა, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1,200,000  ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 0.7%-ით მეტი იყო.


ვიზიტორთა შორის - 57% ქალი, 43% კი - კაცი იყო.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში განხორციელდა, მასზე მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 29% მოდის, 18%-ით მეორე ადგილზე იმერეთია, აჭარაზე კი ,ვიზიტორთა ნაკადის - 11% მოდის.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3.0 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები