მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - "თიბისი კაპიტალი"

61afa5480b022
თამთა ჯიჯავაძე
07.12.21 23:45
2106
შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი კვლავ ვრცელდება, რაც გაურკვევლობების ახალ ტალღებს იწვევს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საქართველოში 2021 წელს შიდა ტურიზმის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მიმოხილვაში წერია, ქვეყანა გაჰყვება მსოფლიო ტენდენციას და მოკლევადიან პერიოდში ადგილობრივ ტურიზმს დაეყრდნობა.

„შიდა ტურიზმის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისიდან მოკლე მანძილი და კარგად განვითარებული დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, ასევე ტურისტული შეთავაზებები შიდა მიმართულებებზე მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი გახდა. კახეთი გააგრძელებს შიდა მოთხოვნის შედეგად სარგებლის მიღებას, მაშინ როდესაც თბილისიდან უფრო დაშორებულ მიმართულებებს, სადაც ნაკლებად არის სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცენტრაცია, ვიზიტორების მოსაზიდად კრეატიულობა დასჭირდებათ“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 2021 წელს, საქართველოში ადგილობრივ ტურისტებზე თბილისის გარეთ სასტუმროებში განთავსების 70% მოდიოდა. მეორე კვარტალში შიდა ვიზიტების თვიური საშუალო რიცხვი 27.3%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, აღსანიშნია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების მიერ სასტუმროებში გატარებული დღე-ღამის რაოდენობა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 32%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2019-თან შედარებით გაორმაგებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები