საქსტატმა დღეს საქართველოს შიდა ტურიზმის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტების 46%-ის მიზანი ნათესავებისა და მეგობრების მონახულებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების დანიშნუელბის 1%-ზე მეტი რელიგიურია.
უფრო კონკრეტულად, ვიზტების მიზნების ასე ნაწილდება:
ნათესავთა, მეგობართა მონახულება - 46%;
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 16.2%;
შოპინგი - 13.9%;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 8.5%;
მეორე სახლის მონახულება - 8.2%;
პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა - 4%;
რელიგია, მომლოცველობა - 1.2%;
განათლების მიღება - 0.4%;
სხვა 1.1%.
2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985,400-ს შეადგენდა, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1,200,000 ვიზიტი განახორციელეს. ეს 2017 წელის მაჩვენებელს 0.7%-ით აღემატება.
შიდა ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში 57% - ქალი, 43% კი, კაცი იყო.
ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში განხორციელდა, მასზე მთლიანი რაოდენობის 29% მოდის, 18%-ით მეორე ადგილზე იმერეთია, აჭარაზე კი, ვიზიტორთა ნაკადის 11% მოდის.
2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3.0 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის მოცულობას, შემცირებულია 3.7 პროცენტით და 160.7 ლარს უტოლდება.