მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის

5851038d57234
BM.GE
14.12.16 12:30
1380
საქართველოში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, კმაყოფილობის დონე 48%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელიც ქვეყნის შიგნთ გადაადგილებების დინამიკას ითვლის, ვიზიტორების 1,8% უკმაყოფილო იყო, 0,4% ძალიან უკმაყოფილო, 14% არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო, ხოლო 33% კი ძალიან კმაყოფილი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემების დათვლისას საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მოხდა.

მოსახლეობის უმეტესობის ვიზიტის მიზანი ტრადიციულად მეგობრის/ნათესავის მონახეულებაა და ეს ციფრი საერთო რაოდენობის 48%-ს შეადგენს, 14%-ის შემთხვევაში ქვეყნის შიგნიტ გადაადგილების მიზანი დასვენება და გართობაა, 11%-ის შემთხვევაში კი „შოპინგი“, პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობას 3,7% უჭირავს.
რაც შეეხება ხარჯებს, საშუალო ხარჯი ვიზიტზე 160 ლარს შეადგენს და აღნიშნული ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, აქედან 13 ლარი განთავსებაზე, 62 ლარი კვებაზე, 37 ლარი საყიდლებზე, 23 ლარი კი ტრანსპორტზე მოდის.

მონახულებადი ადგილების მიხედვით, პირველ ადგილზე ტრადიციულად თბილისია, სადაც ვიზიტების საერთო რაოდენობის 21% მოდის, საერთო ვიზიტების 13% მოდის აჭარაზე, 4% გურიაზე, 20% იმერეთზე, 7% კახეთზე, 6,2% მცხეთა-მთიანეთზე, 2,5% რაჭა-ლეჩხუმზე, 8,3% სამეგრელო-ზემო სვანეთზე, 4,7% სამცხე-ჯავახეთზე, 6,1% ქვემო ქართლზე, ხოლო 7% კი შიდა ქართვლზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები