მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში შშმ პირებს დასაქმების შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ"

5aae1b63b85e3
მეგი კავთუაშვილი
19.03.18 10:20
1798
საქართველოში შშმ პირებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ არსებული სტატისტიკა IDFI -იმ შეისწავლა. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4%, ხოლო მათ შორის 86,2% თვითდასაქმებულს წარმოადგენდა.

„2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4 571 პირი. ამასთან, როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, შშმ პირების სტატუსის მიხედვით დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი განსხვავებულია. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%. 15-16 წლის 1 161 შშმ ბავშვის შემთხვევაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მითითებულია, რომ მათი დასაქმების მაჩვენებელი არ აღემატება 10 შემთხვევას. საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც არ მიეკუთვნება შშმ პირების არც ერთ ჯგუფს, დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 25.7%-ს, რაც დაახლოებით 5-ჯერ აღემატება შშმ პირების ყველა ჯგუფის საერთო მაჩვენებელს“ - ნათქვამია კვლევის შედეგების ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები