მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში სიღარიბის შემცირების პროცესი უკანასკნელ წლებში შენელდა” - მსოფლიო ბანკის ანგარიში;

„საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ - მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის ანგარიში წარადგინა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას ასახავს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში სიღარიბის კლების ტემპი ბოლო წლებში შენელებულია და მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნაც. კვლევაში მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ ბიზნესის პროდუქტიულობა ისევ უცვლელია, რაც დასაქმების შესაძლებლობებს აფერხებს. კვლევის მიხედვით, განათლების მიუხედავად, ქალები ძირითადად დასაქმებულნი არიან დაბალპროდუქტიულ და დაბალანაზღაურებად დარგებში. შესაბამისად, შესაძლებლობების სიმწირე ბევრი, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ქართველის საზღვარგარეთ მიგრაციას განაპირობებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს შრომით რესურსებს. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ გამოსავლად ეკონომისტებს განათლების სისტემის რეფორმა და დიგიტალიზაცია მიაჩნიათ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ თანხები არა სოციალურ პროგრამებში, არამედ განათლების რეფორმაში უნდა ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები