მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სოდის იმპორტი 104.4%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

სოდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 405.4 ათასი აშშ დოლარის 640 ტონა სოდა იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის სოდის იმპორტს 198.2 ათასი აშშ დოლარის 392.4 ტონას 104.4%-ით აღემატება.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საკვები სოდის ბაზარზე კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა და ₾14 600-ზე მეტი ჯარიმა გამოწერა.

წელს, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • რუსეთი - 290.8 ათასი აშშ დოლარის 497.2 ტონა;
  • თურქეთი - 89.2 თასი აშშ დოლარის 68.1 ტონა;
  • ირანი - 21 ათასი აშშ დოლარის 72 ტონა;
  • სომხეთი - 3 ათასი აშშ დოლარის 2.5 ტონა.

ასევე, მცირე რაოდენობის საკვები სოფა შემოვიდა ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

გასულ, 2023 წელს საქართველომ 1.5 მლნ აშშ დოლარის 2 172 ტონა სოდა შეიძინა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები