მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სსფ–ის წარმომადგენელი TBC-ის საქმეზე რეგულატორის გადაწყვეტილებას აფასებს

5c6688c1db673
BM.GE
15.02.19 13:38
1057

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეჰშო „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სექტორის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღინისძიების არ გატარება მაშინ, როცა არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას.

და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს", – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები