მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სწავლა წლიურად 100 სომხურენოვანი სტუდენტის ნაცვლად, 200-ს დაუფინანსდება - მინისტრი

ამილახვარი

საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება.

ამილახვარმა ვიზიტის ფარგლებში, სომეხ კოლეგასთან ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში სომხურენოვანი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები გააცნო. კერძოდ, გიორგი ამილახვრის თქმით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სომხურენოვან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა, შესაბამისად, სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200 სტუდენტს დაუფინანსდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხიც განიხილეს.

შეგახსენებთ, 2024 წლის 15 მარტის გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა.

უწყების ცნობით, სწავლა ყოველწლიურად, 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად, 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები