საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მხრიდან გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ვკითხულობთ. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 37 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც სტუდენტების ჯამური რაოდენობის 20%-ია. რამ განაპირობა ქვეყანაში ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობრივი ზრდა, რომელი ქვეყნების მოქალაქეები ირჩევენ საქართველოს სასწავლებლად და არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორები, რაც უცხოელი სტუდენტების საქართველოში ჩამოსვლას აფერხებს?