მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ტაილანდთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

57c51ff5a82f4
BM.GE
30.08.16 09:55
1208
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თარით ჩაგუნგვატას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. იმის გათვალისწინებით, რომ ტაილანდი არ არის საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, მხარეებმა დასახეს მიმართულებები, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საშუალებას იძლევა. გენადი არველაძემ ტაილანდის ელჩს ქვეყანის საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმების და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ ელჩმა აღნიშნა რომ, ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რაც საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმზიდველობისა და საინტერესო ტურისტული მარშრუტების დამსახურებაა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამომხმარებლო ბაზარზე შეტანისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კუთხით ხაზი გაესვა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ტაილანდში ექსპორტის პერსპექტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები