მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტანსაცმელზე ფასები იზრდება

BM.GE
02.11.21 12:33
498
ნედლეულის დეფიციტისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის პარალელურად, ევროპულ ქვეყნებში, ტექსტილის მწარმოებლები შიშობენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, რამაც შეიძლება ბიზნესების გაკოტრება და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. ამბობენ, რომ წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიწოდების ჯაჭვშიც ქაოსია. ჩინეთიდან და სირიიდან მასალის ტრანსპორტირება, არა ორჯერ ან სამჯერ, ზუსტად ათჯერ არის გაძვირებული და დროშიც იწელება, ანუ ხშირად საჭირო მასალის დანიშნულების ადგილზე ჩატანას 4 თვეს ანდომებენ. ბამბის ფასი კი, რომელიც სექტორს ძალიან სჭირდება, ბოლო თორმეტ თვეში სამოცდაათ პროცენტზე მეტით გაიზარდა. არსებულ ვითარებაში, ტექსტილის ქარხნების მფლობელების თქმით, სამომხმარებლო ფასებიც მკვეთრად გაიზრდება, როგორც საყოფაცხოვრებო ტექსტილზე, ასევე ცნობილი ბრენდების ტანისამოსზე.

სტუმარი: სალომე ისიანი - მაღაზიათა ქსელ "კოტონის", რეგიონალური მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები