მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით - მიხაელ როთი

მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

როთი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს.

"ბოლოს და ბოლოს, როდის ავიღებთ საკუთარი კონტინენტზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას? ვიდრე ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები დიალოგისგან თავს იკავებენ, აშშ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდამსხმელების წინააღმდეგ მოქმედებს! მადლობა აშშ-ს!

საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით!" - წერს როთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები