მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტერმინალით გადახდა 95,000 პუნქტზეა შესაძლებელი

649d682d177d0
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 15:25
546
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობა ყოველთვიურად იზრდება. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 95,630 საგადახდო ტერმინალი იყო მოქმედი, რაც წინა წელთან შედარებით 13,400-ით, ანუ 16%-ით მეტია.

ტერმინალებით გადახდის შესაძლებლობის მატებასთან ერთად, ყოველთვიურად იზრდება საბანკო ბარათების მომსახურების მოცულობა. 2023 წლის მაისში საბანკო ბარათებით პოს-ტერმინალებით სულ 49.7 მილიონი გადახდა შესრულდა, ამ ტრანზაქციების საერთო მოცულობა კი 1.35 მილიარდი ლარი იყო. ანუ ერთი საშუალო ტრანზაქციის (ქვითრის) ღირებულება 27 ლარს შეადგენდა.

2022 წლის მაისთან შედარებით პოს-ტერმინალებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 38%-ით, ხოლო ამ გადახდების ჯამური მოცულობა 24%-ით არის გაზრდილი.

ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ერთდროულად როგორც პოს-ტერმინალით გადახდის შესაძლებლობის მატებით, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილებითაა განპირობებული, რაც უნაღდო ანგარიშსწორების დომინანტურ პოზიციაზე გადანაცვლებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები