მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თხილის რეკორდულ მოსავალს ელიან- რა ტენდენციებია ბაზარზე?

წელს საქართველოში თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. კერძო სექტორის მოლოდინია, რომ ჭარბი მიწოდების პირობებშიც, უმაღლესი ხარისხის პროდუქტზე მოთხოვნა და ფასი კვლავ მაღალი შენარჩუნდება. წელს მაღალი მოსავალია თხილის მწარმოებელ ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, რაც მოლოდინია, რომ ფასის ვარდნას და შესაბამისად ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს შეამცირებს. თხილი საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია. ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა. როგორი წელს მოლოდინები ბაზარზე, თხილის რა მოცულობებს ელოდება ქვეყანა და რა იქნება სარეალიზაციო ფასი?

სტუმარი: ჯენერ ბელქანია - „ჯეო ნათსის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები