მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Trans Europe Halles-ს 96-ე კონფერენცია გაიმართება - 4-დღიანი ღონისძიება ოქტომბერშია დაგეგმილი

ფაბრიკა

2023 წლის 5-8 ოქტომბერს, საქართველო და Fabrika Tbilisi პირველად უმასპინძლებს Trans Europe Halles-ს რიგით 96-ე კონფერენციას თემით REBOOT. 4-დღიანი ღონისძიება თბილისში თავს მოუყრის ევროპის კულტურული ცენტრებისა და შემოქმედებითი ჰაბების 200-ზე მეტ წარმომადგენელს.

Trans Europe Halles (TEH) ევროპის ისეთი კულტურული ცენტრების გაერთიანებაა, რომლებიც ფუნქციადაკარგულ, მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს აძლევენ და საქმიანობენ. დღეს TEH ერთმანეთთან აკავშირებს 140-ზე მეტ კულტურულ ცენტრს ევროპის 40 ქვეყნიდან. TEH-ის მიზანია ხელი შეუწყოს ძველ, უფუნქციო შენობებში განთავსებულ დამოუკიდებელ კულტურულ და შემოქმედებით ცენტრებს განვითარებასა და გაძლიერებაში. გამოცდილებების გაზიარებით და წევრების ერთმანეთთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ეხმარება კულტურულ ცენტრებსა და შემოქმედებით ჰაბებს დადებითი გავლენა მოახდინონ არამხოლოდ ადგილობრივ სოციუმზე, არამედ უბნებსა და ქალაქებზე.

ორგანიზაციის წევრების შეხვედრები, რომლებიც წელიწადში ორჯერ სხვადასხვა კულტურულ ცენტრში იმართება, გამოცდილებების გაზიარების, ახალი იდეებისა და თანამშრომლობი შესაძლებლობაა.

2023 წლის შეხვედრისთვის TEH Camp Meeting ‘96 სწორედ საქართველო და კერძოდ Fabrika Tbilisi შეირჩა, რაც ნიშნავს შემდეგს: თბილისში ჩამოვლენ ევროპის შემოქმედებითი ცენტრებისა და სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი კულტურისა და სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაამყარონ კავშირები ევროპელ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები