მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ცემენტის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებლებზეა

ცემენტი

საქართველოში ცემენტის იმპორტი მზარდია, რაც პირველ რიგში, სამშენებლო სექტორის ზრდით არის განპირობებული. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ქვეყანაში 61,1 მლნ დოლარის 846 000 ტონამდე ცემენტი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს კი 46,2 მლნ დოლარის 645 900 ტონა ცემენტის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს - 31,3 მლნ დოლარის 533 291 ტონა, 2021 წელს კი - 26,5 მლნ დოლარის 527 934 ტონა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ცემენტი შემოგვაქვს, მთავარი საიმპორტო ქვეყნებია აზერბაიჯანი და თურქეთი. წელს, პირველ რვა თვეში აზერბაიჯანიდან 509 671 ტონა (35,6 მლნ დოლარი) ცემენტი შემოვიტანეთ, თურქეთიდან 336 132 ტონა (25,3 მლნ დოლარი), ამასთან, მცირე რაოდენობით ცემენტის იმპორტი განხორციელდა ჩინეთიდან 134 ტონა (88 690 დოლარის) და ირანიდან - 34 ტონა (5330 დოლარის).

რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა იმპორტის რიცხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. 2024 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 279 550 დოლარის ღირებულების 3 849 ტონა ცემენტი გავიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. კერძოდ, გასულ წელს, იანვარ-აგვისტოში, საქართველომ 1,5 მლნ დოლარის 23 241 ტონა ცემენტის ექსპორტი განახორციელა. საექსპორტო ქვეყანა წელსაც და გასულ წელსაც მხოლოდ სომხეთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები