მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას“ - ნიკოლოზ შურღაია

ბანკირი

ყოფილი ბანკირის და ამჟამად, „საქართველოს დამლაგებელთა გილდიის თავმჯდომარის ნიკოლოზ შურღაიას აზრით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციული კითხვის პასუხად განაცხადა.

„გათითოკაცებას, პოლარიზაციას უნდა დაესვას წერტილი. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ჩვენს დაშლილობას წერტილი უნდა დაესვას. ეს არის ყველაზე მთავარი. ქვეყნის დევიზია „ძალა ერთობაშია“ და ეს გვავიწყდება“, - თქვა მან.

ნიკოოლოზ შურღაიამ „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიცია გასულ კვირას დატოვა და როგორც Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მინიმუმ 1.5 წელს არასაბანკო პროექტებს დაუთმობს.  „ახლა ჩემი უპირველესი საქმეა უფროსი დამლაგებლობა „სადაგში“/ „საქართველოს დამლაგებელთა გილდიაში“.

საქართველოს დამლაგებელთა გილდია საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დასუფთავებას და მისი ბუნების დაცვას. ნიკოლოზ შურღაია ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები