მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პროპაგანდას და ტყუილს - პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას.

„წერტილი უნდა დაესვას პროპაგანდას და ტყუილს, როდესაც ცდილობ მოსახლეობა გახადო შენი ვიწრო ინტერესების და მანიპულაციების მსხვერპლი და ამის ფასად დაფარო ის, რაც სიმართლეა. სამწუხაროდ, ხანდახან ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციის ინტერესებშიც არ შედის“, - დასძინა პოლიტოლოგმა.

„წერტილის“ წამყვანის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვაზე - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ბაკურ კვაშილავას აზრით, „დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია, ადამიანებს მთავრობისგან დამოუკიდებელი ეკონომიკური არსებობის წყაროები ჰქონდეთ, რაც საშუალებას მისცემს, მთავრობის კეთილ ნებასა და მოწყალებაზე არ იყვნენ დამოკიდებულები.

„როგორც კი გაიზრდება ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისზეც მთავრობას კონტროლი არ აქვს, იქნება ეს ტენდერის საშუალებით - მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ან სოციალური დახმარებების თუ პენსიის საშუალებით - შეჭირვებულ ფენასთან მიმართებით, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ ასეთმა მოსახლეობამ, საშუალო ფენამ უშიშრად დააფიქსიროს თავისი ნება და მთავრობას თავის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები