მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ყველაფერს, რაც ევროპისკენ მიმავალ გზას ეღობება“ - ებელაშვილი

ელემენტ ჰოლდინგი

"ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის ზაქრო ებელაშვილის თქმით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ყველაფერს, რაც ევროპისკენ მიმავალ გზას ეღობება“.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? – „ევროინტეგრაცია და ეს სრულიად „ელემენტ ჰოლდინგის“ პოზიციაა“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი და იქვე აღნიშნავს, რომ EU-ში გაწევრიანება, დიდ გზას უხსნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე - ქართულ ბიზნესს.

„საქართველო თავისი ღირებულებებით ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის წევრი და, რა თქმა უნდა, ჩვენი დეკლარირებული მიზანია, ევროკავშირში ინტეგრაცია. EU-ში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გზას და კარებს ხსნის ჩვენთვის, როგორც ქართული ბიზნესისთვის, ისე ინდივიდუალურად მოქალაქეებისთვის. მეტი ევროპა საქართველოში ჩემთვის პირადად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეძლევა საშუალება, მიიღოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მიიღოს სტაბილური და ძლიერი ბაზარი ევროპის ქვეყნების სახით და რაც ყველაზე მთავარია, განათლების მაღალი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და ყველა ის ევროპული ღირებულება, რომელიც შეიძლება, განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს დაეხმაროს“, - განაცხადა ზაქრო ებელაშვილმა.

„ელემენტ ჰოლდინგის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება და დღეისათვის, სამშენებლო სექტორის 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სამრეწველო საწარმოების მშენებლობა, სამრეწველო იატაკები, სარემონტო სამუშაოები, დეველოპერული საქმიანობა - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჰოლდინგი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები