მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ცირკულარული გადაწყვეტების გაძლიერება: B2B ღონისძიება პლასტმასის შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებზე

სენი
BM. GE
22.12.23 19:55
1370

პროექტის “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. პროექტს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

ღონისძიებამ პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, ბიზნესებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები გააერთიანა. მისი მთავარი მიზანი ცირკულარული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ინტერაქციული სესიების დახმარებით ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეცვალათ აზრები, ესაუბრათ დღევანდელ გამოწვევებზე და წარმატებული ისტორიებიც წარედგინათ.

აქ წარმოდგენილი იყვნენ კომპანიები, რომლებიც ამცირებენ პლასტმასის მოხმარებას და გვთავაზობენ ალტერნატიულ პროდუქტებს.

აუდიტორიის დაინტერესებისა და შთაგონების მიზნით, ღონისძიების მიმდინარეობისას წარდგენილი იყო ვიზუალური მასალები, რომლებმაც წარმატებულ ისტორიები აჩვენეს, მდგრად პრაქტიკებსა და პრობლემების ცირკულარული გადაწყვეტის გზებს პლასტმასის შემცირებასთან ბრძოლაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები