მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხსა და ცაგერშია - ISET

ლენტეხი

საქართველოს მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსის თანახმად, საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხში, ცაგერსა და მარნეულშია.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. 2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაფუძნებულმა ინდექსმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის.

ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. უფრო დეტალურად, ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხის ინდექსი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:

  • ლენტეხი - 0.28
  • ცაგერი - 0.29
  • მარნეული - 0.32
  • მარტვილი - 0.32
  • ხულო - 0.32
  • ბაღდათი - 0.33
  • ამბროლაური - 0.34
  • წალენჯიხა - 0.35
  • შუახევი - 0.35
  • ონი - 0.36

ინდექსში თბილისის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, მას მოსდევს ბათუმი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებები კი შედარებით უმნიშვნელოა. საშუალო ინდექსის მაჩვენებელი 0.40-ს შეადგენს, 22 მუნიციპალიტეტში ფიქსირდება საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო 38 მუნიციპალიტეტში – საშუალოზე დაბალი.

თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი... - რომელ მუნიციპალიტეტშია ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები