მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო - wehost.ge

61013349ed6ee
BM.GE
28.07.21 22:40
1500
ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება, აცხადებენ wehost.ge-ში. მათივე თქმით, ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო.

კომპანიის წარმომადგენელი ნიკა ანჯაფარიძე ამბობს, რომ მაისიდან დატვირთულობა მაღალია, განსაკუთრებით თბილისში.

"ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ", - განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ wehost არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც საქართველოში პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას წარმოადგენს. wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები