მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში თურქული ინვესტიციები უნდა წავახალისოთ"

5aba4c28000c7
თამუნა დემეტრაშვილი
27.03.18 18:00
702
"მე მსურს წავახალისო თურქული ინვესტიციები საქართველოში და მხარი დავუჭირო წარმოების პროგრამებს", - აღნიშნული განცხადება თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემა "ქალების ნარატივში" სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში წარმოება უნდა წახალისდეს და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება

"იზრდება ქართული ექსპორტიც თურქეთში, მაგრამ უნდა გაიზარდოს ჩვენი საერთო ინვესტიციები და ეს იქნება ჩემი მუშაობის პრიორიტეტი საქართველოში", -აღნიშნა ელჩმა.

"საქართველო ჩვენი მეზობელია, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას ყველა მიმართულებით და ვიცით რომ ანალოგიური იქნება საქართველოს მხრიდანაც, გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ", - აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები