მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდის მოტორი ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი იქნება"

5b9cdb24e75ba
ელენე ჩომახიძე
17.09.18 09:40
765
თბილისში ჩატარებული „ARGUS კასპიის და შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2018“ ფორუმის ფარგლებში სააგენტოს ანალიტიკოსმა bm.ge-სთან საქართველოს სარკინიგზო სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველაზე დიდი დატვირთვა და დაინტერესებაც აზიიდან ევროპის მიმართულებით მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოვა. როგორც კრიშტალოვი აღნიშნავს განსაკუთრებით საინტერესოა კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი ჩინეთისთვის, რომელსაც საქართველოს გავლით საშუალება ექნება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ტვირთი თურქეთის ბაზარსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიტანოს.

„საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდის მოტორი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი იქნება. მოსალოდნელი მოცულობა ანუ 5 000 000 ტონა საწყის ეტაპზე, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 17 000 000 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება, სავსებით რეალურია დაახლოებით 5-10 წლიან პერსპექტივაში”, - ამბობს კრიშტალოვი.
ევგენი კრიშტალოვის განმარტებით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ანუ ტვირთბრუნვის მოცულობის გასაზრდელად რამდენიმე წელი, ფინანსური რესურსი და რაც აგრეთვე მთავარია კომერციული სუბიექტების ჩართულობა და მზაობაა საჭირო.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ის გეოგრაფიული უპირატესობა, რომ მათ შეუძლიათ სატრანზიტო მიზნებისთვის შესთავაზონ სხვა ქვეყნებს საკუთარი ინფრასტრუქტურული რესურსი ისე, რომ არ შევიდნენ უხეშ კონკურენციაში სხვა ქვეყნებთან.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები