მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ანგარი მოეწყობა"

5b02d3576e089
მაია ბიწაძე
21.05.18 19:30
1861
საქართველოში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ანგარი მოეწყობა,- ამის შესახებ "საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" დირექტორმა ქეთი ალექსიძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

"აღნაგობის უფლებით გადავეცით მიწის ნაკვეთი კომპანია "ეარ ფლეინ ტექნიკსს", რომელსაც სამუშაოები დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე მათ განახორციელეს სატესტო ანგარის მშენებლობა, იმისთვის, რომ სერთიფიცირების პროცესი დაიწყონ.

საკამოდ აქტიურად მუშაობენ ადგილზე, ასევე ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთ საჰაერო ხომალდებს ტექნიკური მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუწიონ.

მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა საჰაერო ხომალდების მწარმოებლებთანაც, ასევე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA), რათა მოხდეს მათ მიერ ამ ცენტრის საბოლოო აკრედიტირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული გადამზიდავებისთვის“,- განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-სგან განთავისუფლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები