მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში თხილის ბაზარზე იმხელა კონკურენციაა, რომ ხშირად დეფიციტი იქმნება"

58aad854710c4
BM.GE
20.02.17 15:47
3957
„საქართველოში თხილის ბაზარზე იმხელა კონკურენციაა, რომ ხშირად დეფიციტი იქმნება“, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიამ. მისი თქმით, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ქართული თხილის ექსპორტი არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ცუდი იყო. რაც შეეხება იანვარში შემცირებულ ექსპორტს, მოწერელიას განცხადებით, ცუდი მოსავლის გამო ეს მოსალოდნელი იყო.

ამასთან, როგორც მოწერელია ბიზნესკონტარქტთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული თხილის ფასის გაზრდაა.

„მნიშვნელოვანია რომ მივიღოთ მაღალი ფასი და ამისთვის საჭიროა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენი თხლი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე იაფია და გვსურს ის პრემიუმ კლასის გახდეს, ჩვენ ფასით ჩამოვრჩებით როგორც თურქულს, ასევე აზერბაიჯანულს.

ფასის გასაზრდელად პირველ რიგში ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო და სტაბილური ხარისხის შენარჩუნება“, - ამბობს მოწერელია და დასძენს, რომ თურქეთს საქართველო კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა ფასში იმხელა სხვაობა რაც დღესაა არ უნდა იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკურენტუნარიანი შიდა ბაზარი, იმდენად რომ დეფიციტი იქმნება პოდუქტის. არიან კერძო პირები ვინც ყიდულობენ პროდუქციას და მსგავსი ადამიანების რაოდენობა ბევრია, ბევრს სურს რომ ეს მონოპოლიით შემოსოს, მაგრამ ასე არაა, მონოპოლია გამორიცხულია, რადგან ამხელა არმიაა თხილით დაინტერესებული. ვისაც საშუალება აქვს ყველა თხილში ახდენს ინვესტირებას.

დეფიციტი ხშირად არის და თხილის გადამამუშავებლები იძულებულები ვხდებით რომ დაველოდოთ მოსავალს, რდესაც შემთხვევითი პირი შეავსებს მარაგს. მათ მსოფლიო ბაზრის ტრენდი არ იციან და ხშირად ინფორმაცია აკლიათ. ერთი წლის წინ რადგან თხილი გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ბევრმა პირმა შეიძინა სეზონის დასაწყისში თხილი, და შედეგად მივიღეთ ის რომ თურქეთში კარგი მოსავალი მოვიდა , ფასები დავარდა და ამ ადამიანებმა იზარალეს“, - განაცხადა მოწერელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები