მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში თხილის საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმება

597f0650b6d08
BM.GE
31.07.17 14:27
1453
საქართველოში თხილის საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმება. კონგრესს 75 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე დაესწრება. საკითხზე თხილის საერთაშორისო საბჭო ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს. საბჭოს წარმომადგენელი ჯუზეპე კალკანი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოში როგორც თხილის მწარმოებელი ქვეყანა თავს თანდათან იმკვიდრებს და საბჭო ქართველ ფერმერებს მხარს აქტიურად დაუჭერს.

„ყოველწლიურ კონგრესებს ვატარებთ როგორც თხილის უმსხვილეს მწარმოებელ, ასევე იმპორტორ ქვეყნებში. საქართველო თხილის მწარმოებელი ქვეყანა ხდება. ჩვენ გვსურს, რომ დახმარება გავუწიოთ ქართულ მწარმოებელ კომპანიებს და ფერმერებს. მთავრობა საკმაოდ გვიწყობს ხელს ამაში. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, სადაც მოსახვედრად მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის მოსახლეობას ვიზა არ სჭირდება. საქართველოში თხილის წარმოება იზრდება, იმედი გვაქვს უახლოეს 3 წელიწადში მსოფლიოში წარმოებული მშრალი თხილის 8% სწორედ საქართველოდან იქნება“, - ამბობს ჯუზეპე კალკანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები