მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 25%-ით შემცირდა

5ca9e6d0083a6
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.19 16:20
1499
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით, 115,829 ერთეული შეადგინა.

მათ შორის, 42.7%-ით შემცირდა უძრავ ქონებაზე პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებელი და მან 27,192 შეადგინა. განმეორებითი რეგისტრაციების რაოდენობა კი, 88,637 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ტრანზაქცია თბილისში აღირიცხება. თებერვალში დედაქალაქში უძრავ ქონებაზე საკუთრების ცვლილების სულ 16,890 შემთხვევა აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 8.3%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზე არის ბათუმი, სადაც 4,018 უძრავ ქონებაში მოხდა საკუთრების ჩანაწერის განახლება/პირველადი რეგისტრაცია. ბათუმში წინა წელთან შედარებით 3%-იანი ზრდაა. მესამე ადგილზე კი, გარდაბანია, სადაც 1,811 ცვლილება განხორციელდა, ეს 2018 წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია.

განმარტება - უძრავ ქონებაზე საკუთრების ცვლილების სტატისტიკაში ასახულია ქვეყანაში არსებული ყველა ტიპის უძრავი ქონების შესახებ, მათ შორის - ბინები, სახელმწიფოს კუთvნილი ქონება, საძოვრები, ავტოფარეხები, აგარაკები თუ სხვა. საჯარო რეესტრის აღნიშნულ სტატისტიკაში უძრავი ქონება კატეგორიების მიხედვით ჩაშლილი არაა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები