მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში უფრო მეტი მაღალმხარჯველიანი რუსი ტურისტი ჩამოვა"

5d0f2dee37c5d
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.19 12:00
1823
“ჰორეკა ჯორჯიას” ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ის მასა, რომელიც ანტიპუტინურად არის განწყობილი, საქართველოში უფრო მეტად ჩამოვა. ალავერდაშვილის თქმით, ეს ადამიანები რეალურად უფრო მაღალმხარჯველიან სეგმენტს განეკუთვნებიან, ვიდრე ის მასა, რომელიც აქამდე ქვეყანაში ისვენებდა. ალავერდაშვილის თქმით, ეს ფაქტი ტურისტული მიმართულებით საქართველოში მდგომარეობას გააჯანსაღებს, რადგანაც ქვეყანაში რეალური(მაღალმხარჯველიანი) ტურისტების წილი გაიზრდება.

“რუსეთში ის მასა, რომელიც შედარებით მაღალმხარჯველიანია, უფრო მეტად ანტიპუტინურად არის განწყობილი და ეს ხალხი თავის პროტესტის საფუძველზე უფრო მეტად ჩამოვა საქართველოში, ვიდრე ის დაბალმხარჯველიანი მასა, რომელიც აქამდე ჩამოდიოდა, ისინი დაემორჩილებიან თავის მეფეს”,- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი გადაცემა “ფორბს კვირაში”.

მისივე შეფასებით, რუსეთიდან ფრენების გაჩერება და ე.წ. ტურისტული ემბარგო უფრო საქართველოს შავიზღვისპირეთს დააზარალებს, რამდენადაც აღმოსავლეთ საქართველოში რუსი ტურისტების წილი მცირეა.

ალავერდაშვილისვე განცხადებით, ჯავშნების გაუქმება დასავლეთ საქართველოში არსებულ სასტუმროებთან ერთად ძირითადად შეეხო ბინების გაქირავებას ისეთი ვებგვერდების მეშვეობით, როგორებიცაა, Airbnb და booking.com. ალავერდაშვილის თქმით, ბევრმა ჯავშანი სწორედ ბინებზე გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები