“საქართველოში უკონტროლო სამარშრუტო ტაქსები დადის, რომლებსაც უკონტროლოდ გადაჰყავთ საქალაქთაშორისო მგზავრები”- ამის შესახებ BM.GE-ის დიდუბის ავტოვაგზლის გენერალურმა დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ განუცხადა.
როგორც მიქატაძე ამბობს, აღნიშნული პრობლემა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წლებია ცნობილია. თუმცა ამ კუთხით ნაბიჯები შესაბამისი უწყებების მხრიდან არ გადადგმულა.
“წლების განმავლობაში, 2015 წლიდან ვწერთ ჩვენს ზემდგომ ორგანოს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არსებული მდგომარეობის შესახებ და ვეუბნებით, რომ უკონტროლო სამარშუტო ტაქსები დადის, რომლებსაც უკონტროლოდ გადაჰყავთ საქალაქთაშორისო მგზავრები, ეს ყველაფერი კი უნდა დაექვემდებაროს კონტროლს. ვღებულობთ ერთი და იგივე პასუხს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, სხვა ქალაქებშიც ასე ხდება და მომზადებულია კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ პაკეტი. თუმცა არ არის არანაირი ცვლილება. არსებული მდგომარეობა დღეს აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.”-აცხადებს დიდუბის ავტოვაგზალის გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირება, მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღების შემდეგ მოხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წელს კანონპროექტი მოამზადა. პროექტი ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ითვალისწინებდა, თუმცა ის ამ დრომდე პარლამენტში არ გადაგზავნილა. ეკონომიკის სამინსიტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენატარს არ აკეთებენ.