მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მსოფლიოში"

5a980e16a2ea0
ელენე გოგბერაშვილი
01.03.18 18:25
1192
საქართველოს ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებლი ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მსოფლიოში, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადაგადაცილებული სესხების გაზრდილ მაჩვენებლთან დაკავშირებით კითხვას. იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 0.8 მლნ ლარით გაიზარდა და 395.3 მლნ ლარს გაუტოლდა. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს მაჩვენებლი შესაძლოა დროთა განმავლობაში გაიზარდოს, თუმცა საქართველოს როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს.

"როცა ვსაუბრობთ ვადაგადაცილებულ სესხებზე, ე.წ უმოქმედო სესხებზე, შეიძლება ნომინალურ განზომილებაში ეს გაიზარდოს დროთა განმავლობაში და არის კიდეც მცირე ზრდა, მაგრამ ეს არის ინდიკატორი, რომელიც უნდა განვიხილოთ სესხების მთლიან პორტფელთან მიმართებით. საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებელი უმოქმედო სესხებთან დაკავშირებით არის არამარტო რეგიონში ყველაზე მცირე, არამედ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელი მსოფლიოში.

დაახლოებით 3,5% არის მთლიან პორტფელთან შედარებით თუ საერთაშორისო სტატისტიკას გამოვიყენებთ. უნდა იყოს ის პრინციპები გატარებული, რაც არ გამოიწვევს სესხის აღების შემთხვევაში სიტუაციის დამძიმებას. აუცილებელია მსესხებელმაც იცოდნენ რა პირობებით იღებს სესხს და რა ზომები იქნება მიღებული იმ შემთხვევაში თუ მათ სესხი ვერ გადაიხადეს ან დროზე ვერ გადაიხადეს. აქ შემოდის ფინანსური განათლების საკითხები და მომხმარებელთა უფლებების საკითხები", - განმარტა ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები