მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 603%-ით, ხოლო შემოსავალი 549.2%-ით გაიზარდა

ვაშლი

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყანამ 11 124 ტონა ვაშლი ექსპორტზე გაიტანა, რაშიც $7.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 603%-ით, ხოლო შემოსავალი 549.2%-ით არის გაზრდილი. ვინაიდან, ამ პერიოდში ექსპორტირებული 1 582 ტონა ვაშლიდან საქართველომ $1.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

ქართული ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუსეთია, სადაც 10 727 ტონა ვაშლის რეალიზაციიდან ქვეყანამ $6.6 მლნ მიიღო. მეორე ადგილზეა სომხეთი – 180 ტონა ვაშლის ექსპორტით ($258 ათასი). მესამე პოზიციაზე ბელარუსია, სადაც საქართველოდან გატანილი 157 ტონა ვაშლიდან $170 ათასის შემოსავალი იქნა მიღებული. მცირე პარტია, 60 ტონა, გაიყიდა ყაზახეთშიც, რაც ქვეყანას $15 ათასის შემოსავალს მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ვაშლის ექსპორტი მოცულობაში წლიდან წლამდე მცირდება.

BM.GE გთავაზობთ რუსეთში ექსპორტირებული ვაშლის 4 წლის სტატისტიკას:

  • 2021 წელი - $7.7 მლნ, 15 056 ტონა;
  • 2022 წელი - $ 7.5 მლნ, 11 658 ტონა;
  • 2023 წელი - $ 5.5 მლნ, 8 681 ტონა;
  • 2024 წელი - $ 5.5 მლნ, 8 669 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები