მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ველოსიპედების იმპორტი გაიზარდა - საიდან შემოგვყავს ეკოტრანსპორტი?

ველოსიპედი

საქართველოში ველოსიპედების იმპორტი გაიზარდა. 2024 წელს ქვეყანაში ჯამში 2,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1024 ტონა ველოსიპედი შემოვიდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2,2 მლნ აშშ დოლარი და 744 ტონა იყო.

საქსტატის მონაცემების თანახმად, ველოსიპედების იმპორტის თვალსაზრისით რეკორდული წელი 2020 იყო, როცა ქვეყანაში 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1260 ტონა ველოსიპედი შემოიყვანეს. ცნობისთვის, საქსტატს იმპორტის მოცულობა ტონებში აქვს დათვლილი და არა რაოდენობაში.

ყველაზე დიდი რაოდენობით ველოსიპედი ჩინეთიდან შემოგვყავს, მეორე ადგილზე კი ნიდერლანდებია.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს ველოსიპედის იმპორტი განხორციელდა

  1. ჩინეთი - 2,3 მლნ აშშ დოლარი - 954 ტონა
  2. ნიდერლანდები - 101 110 აშშ დოლარი - 6 ტონა
  3. გერმანია - 95 710 აშშ დოლარი - 9 ტონა
  4. იაპონია - 61 180 აშშ დოლარი - 20 ტონა
  5. ბელგია - 59 170 აშშ დოლარი - 5 ტონა
  6. შვეიცარია - 57 890 აშშ დოლარი - 3 ტონა
  7. ესპანეთი - 40 190 აშშ დოლარი - 4 ტონა
  8. ბულგარეთი - 34 670 აშშ დოლარი - 6 ტონა
  9. თურქეთი - 28 640 აშშ დოლარი - 7 ტონა
  10. ავსტრია - 15 190 აშშ დოლარი - 0,5 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები