მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული Neo Glass-ის მინის პროდუქცია ექსპორტზე სომხეთში გავა

639c53953f5bd
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.22 22:00
1116
არქიტექტურული და საფასადე მინის მწარმოებელი ქართული კომპანია Neo Glass იანვრიდან თავის ნაწარმს სომხეთში გაიტანს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს.

2013 წლიდან თბილისში ამოქმედებული მინის საწარმო ადგილობრივ ბაზარს ნაწრთობ, ლამინირებულ, ბრონირებულ მინებს, მინა-პარკეტებს, მინის კიბე, კარები და გადახურვას, მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯარას და ნაწრთობი მინის ფასადებს სთავაზობს. კომპანია დღეისთვის 50 ადამიანს ასაქმებს და ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

საწყის ეტაპზე კომპანია სომხეთში მინა-პარკეტის ექსპორტს გეგმავს, რომლის წლიური წარმადობა საშუალოდ 25 000 კვ.მ-ია.

„ჩვენი ნაწარმი სომხეთში იანვრიდან გავა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და დასაწყისისთვის 3 500 კვ მეტრი მინა-პაკეტის მიწოდებაა განსაზღვრული. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან სომხეთში მუდმივი თანამშრომლობა გვექნება“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის ოფის-მენეჯერმა ჯემა სააკიანმა.

მისივე თქმით, Neo Glass-ის მინის პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და კომპანიის პარტნიორები როგორც კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები, ასევე საჯარო ორგანიზაციები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები