მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილებით Boeing, Airbus და Bombardier ისარგებლებენ"

58074e5d2c335
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.16 14:42
3669
საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილებით საერთაშორისო ავიაკომპანიები Boeing, Airbus და Bombardier ისარგებლებენ - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს"; საპარტნიორო ფონდში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ქარხნის პროექტი დეტალური დამუშავების პროცესშია, პარალელურად შეკვეთილია ქარხნისთვის განკუთვნილი დანადგარები და დაიწყებულია მათი დამზადება. ქარხნის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობა, დანადგარების დამზადება/მონტაჟი და სერტიფიცირების პროცესი 3 წელს მოიცავს. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხნის მშენებლობას საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ქარხანაში და მზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. 

"ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს.

საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები",- აცხადებენ საპარტნიორო ფონდში. 

მათივე ინფორმაციით, 85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზ ეგავა. ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები