მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში, ხილის გაყინვის პირველი საწარმო გაიხსნა

5b2bd062b5573
მაია ბიწაძე
21.06.18 20:18
2854
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს, რაზეც ისრაელისა და ამერიკის ბაზრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში კომპანია Glen Berries დამფუძნებელმა, რაფაელ მაღალაშვილმა განაცხადა. მან ქარელში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გააკეთა, სადაც სეზონზე 4 ათასი ტონა ხილის გაყინვაა შესაძლებელი. ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში ისრაელში ცხოვრობს, საწარმოში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

"მე ჩავატარე ბაზრის კვლევა, თუ რა რაოდენობის ხილის შესყიდვა შემეძლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში. მივიღე დამაკმაყოფილებელი შედეგი და გადავწყვიტე ხილის გასაყინი საწარმო გამეკეთებინა. მსოფლიოში ყოველწლირად 30%-ით იმატებს გაყინულ ახალ ხილზე მოთხოვნა. ისრაელში აღმოსავლეთ ევროპიდან ძალიან დიდი რაოდენობით გაყინული ხილი შემოდის, რაც მისთვის მხოლოდ 2 თვის მარაგია. ისრაელში ხილზე მოთხოვნა დიდია, ასევე ამერიკაში. საქართველოში ხუთი ასეთი საწარმოც რომ გაიხსნას, მას არ ექნება პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა", - განაცხადა რაფაელ მაღალაშვილმა.

საწარმო მთლიანად იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი. პირველი სეზონური ხილის მიღება უკვე დაიწყეს. ამჟამად იქ 130 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რიცხვის გაზრდა იგეგმება.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ ბლის მიღება და გაოცებული მისი ხარისხით, იმდენად კარგია. ხილს ფერმერებისგან ვიბარებთ. ძალიან კარგი ხარისხის პროდუქცია გამოგვივიდა და კმაყოფილი ვარ. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ფერმერებს, რომ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული მოიყვანონ. ისრაელიდან აგრონომები უფასოდ მეხმარებიან, ჩვენ მზად ვართ ფერმერებს ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ დაწყებული ნიადაგის დამუშავებიდან, დასრულებული პროდუქციის მიღებით", - განაცხადა რაფაელ მაღალაშვილმა.

ბიზნესმენი ურჩევს საქართველოს მთავრობას, რომ ისრაელის როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოს ცოდნა-გამოცდილება გაიზიაროს და ამ სფეროში ის ტექნოლოგიები დანერგოს, რასაც ეს ქვეყანა წლებია წარმატებით იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები