მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა

6450fe7b8f960
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.23 16:12
11776
სტატიაში საუბარია:
საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიდან ირკვევა. სებ-ის თანახმად, გაიზარდა როგორც ყალბი ლარების, ასევე ევროს და დოლარის ბანკნოტების ბრუნვა.

ყალბ ბანკნოტებს შორის ყველაზე მეტად 100-ლარიანები არის გავრცელებული. 2022 წელს გამოვლენილ ყალბ ფულს შორის 65% სწორედ 100-ლარიანებზე მოდიოდა. 18% 50-ლარიანებზე, 4% კი 20-ლარიანებზე მოდიოდა.

2022 წელს სულ 3003 ერთეული ყალბი ლარის; 1620 აშშ დოლარის და 156 ევროს ყალბი ბანკნოტი აღმოაჩინეს. ყალბი მონეტების რაოდენობა კი 378 იყო.

“2022 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით გაიზარდა 41.4 პროცენტით, ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5 პროცენტით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 44.6 პროცენტით. რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას 2021 წელთან შედარებით შემცირდა 2.7- ჯერ,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები