მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი - კრინიცა დაარსდა

5b08f25846fec
BM.GE
26.05.18 09:34
1042

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბური ეკონომიკური ფორუმი - კრინიცა იწყებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვიმა ფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს ახალი პლატფორმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ასევე საქართველოს პრემიერის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით შეიქმნა და ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება.

„საფუძველი ეყრება რეგიონალური თანამშრომლობის ახალ პლატფორმას. საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმზიდველი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, ეს ფორუმი საქართველოში ტარდებოდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოლიტიკური და ბიზნეს წრეების უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმის ფარგლებში მოხდება ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქეყნების ახალი შესაძლებლობების გამონახვა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ფორუმს სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარეები და მინისტრები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები