მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და მიმდინარე პროექტები "თბილისი ჰილსისგან" (რ)

თბილისი ჰილსი
31.01.25 17:26
4075

"თბილისი ჰილსი" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური პროექტია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც “ქალაქში ქალაქის” კონცეფციას ატარებს. საცხოვრებელი კომპლექსი მიზნად ისახავს შექმნას ადგილი, სადაც ყველაფერი, რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის გჭირდება, ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი. თანამედროვე აპარტამენტების, მიწის ნაკვეთებისა თუ პრესტიჟული ვილების გარდა, ტერიტორიაზე ისეთი სხვადასხვა გამორჩეული ობიექტი შეგხვდებათ, როგორიცაა: საქართველოში გოლფის ერთადერთი პროფესიონალური 18 ფოსოიანი მოედანი, რესტორანი დიდი ტერასითა და გამორჩეული ხედებით, ვუდსპარკი.

კომპლექსი დღითი დღე ვითარდება და ტერიტორიას ნელ-ნელა ახალი გამორჩეული პროექტები ემატება.

2026 წლის ბოლოს თბილისი ჰილსში საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნა იგეგმება, რომელიც გააერთიანებს როგორც სამუშაო, ასევე მოსასვენებელ სივრცეებს. კომპლექსი განტვირთვისა და დასვენების ფუნქციას შეითავსებს მცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის და უკონკურენტო სივრცეს შესთავაზებს მათ, ვინც უპირატესობას ფიზიკურ კეთილდღეობას ანიჭებს.

"თბილისი ჰილსის" ახალი წამოწყება მორგებული იქნება დაწესებულების სტუმრების ინდივიდუალურ სურვილებზე და საჭიროებებზე. კომპლექსში განთავსდება ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის, პადელის და პიკელბოლის მოედნები, სპა, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, იოგას ოთახი, რესტორანი და ბარი, სამუშაო სივრცე და სხვა მოსასვენებელი ობიექტები.

კომპლექსის დიზაინზე თბილისი ჰილსის გუნდთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებულმა ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ OAB Studio-მ იმუშავა. მუშაობის პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა თუ როგორ ინტეგრირდებოდა ჰარმონიულად შენობა ბუნებასთან და როგორ გააერთიანებდა იგი პრაქტიკულობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას.

გაეცანით ვიდეოს, სადაც თბილისი ჰილსის მთავარი არქიტექტორი, ვახტანგ მაკასარაშვილი, საუბრობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტის შექმნის პროცესზე:

კომპლექსში სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის გარდა, იწყება საქართველოში პირველი ქლაბჰაუსის მშენებლობა, რომელიც შექმნის ერთგვარ ჰაბს ნებისმიერი დამწყები თუ პროფესიონალი გოლფერისათვის. გოლფის მოყვარულებისთვის მთელი მსოფლიოდან ქლაბჰაუსი წარმოადგენს შესაძლებლობას გაატარონ დღე სასიამოვნოდ, დაისვენონ და დაამყარონ ერთმანეთთან როგორც პროფესიული, ასევე მეგობრული კავშირები.

ქლაბჰაუსი არაერთ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტს აერთიანებს, როგორიცაა: გოლფის აქსესუარების მაღაზია, გამოსაცვლელი ოთახები, საუნა პანორამული ხედებით, რესტორანი და ბარი, მრავალფუნქციური ღონისძიებების ზონა, სამუშაო სივრცეები და ა.შ.

თბილისი ჰილსში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ახალი აპარტამენტების მშენებლობა, რომელიც სრულიად უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებას შესთავაზებს კომპლექსის ახალ მცხოვრებლებს.

აპარტამენტების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ასევე კომერციული შენობისა და ცენტრალური პარკის მშენებლობაც. კომერციული სივრცე გააერთიანებს შემდეგ ობიექტებს: სუპერმარკეტი, აფთიაქი, კაფე და საცხობი. რაც შეეხება ცენტრალურ პარკს, 2 ჰექტარზე გაშენებულ პარკში მოეწყობა სტადიონი, ბავშვების გასართობი სივრცე და სხვა რეკრეაციული ადგილები. ტერიტორიაზე იგეგმება ევროპულ სტანდარტებს მორგებული სკოლის მშენებლობაც, რაც რეზიდენტებისთვის უფრო მარტივს გახდის ყოველდღიურობას.

თუკი აპარტამენტის ყიდვას ან ინვესტიციის გაკეთებას ფიქრობთ, მაშინ ახლა სწორი დროა, რადგან თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება თითოეულ აპარტამენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები