დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 15 მარტიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.
NCDC-ს ცნობით, ყველაზე მეტი აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით ჩატარდა, სულ 648 858. აქედან ერთი დოზით ვაქცინირებულია 444 505 ადამიანი, ხოლო ორი დოზით - 204 353 ადამიანი.
მას მოსდევს ჩინური „სინოფარმი“. აღნიშნული ვაქცინით ჩატარდა სულ - 427 114 აცრა, მათგან ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 ადამიანი, ხოლო ორი დოზით - 166 860.
რაც შეეხება ჩინურ „სინოვაკს“, ერთი დოზით აიცრა 79 228 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 57 820 ადამიანი, სულ ვაქცინირებულია 137 048 ადამიანი.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ერთჯერადად აცრილი მოქალაქეების რიცხვი 61 328-ს შეადგენს, ხოლო ორჯერადად აცრილების - 57 133-ს. სულ აღნიშნული ვაქცინით ჩატარებულია 118 461 აცრა.
ამჟამად საქართველოში იმუნიზაცია ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობს.