2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ინფორმაციას ეროვნულ ბანკი ავრცელებს.
მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა (37.79 მლნ აშშ დოლარი), მეორეზეა იტალია (16.49 მლნ დოლარი), მესამეზე კი საბერძნეთია 14.62 მლნ დოლარის ფულადი გზავნილით.
ფულადი გზავნილების გადმორიცხვების ხუთეულშია აშშ და ისრაელი 13-13 მლნ დოლარით.
მისივე ცნობით, 2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.